Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-12-19
Beginning 17:00 HR
Address ონლაინ კინოჩვენება

დოკუმენტური შაბათები

CinéDOC-Tbilisi ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით მართავს ერთთვიან პროექტს სახელწოდებით დოკუმენტური შაბათები. პროექტი დოკუმენტური ფილმების ონლაინ ჩვენებასა და შემდგომ დისკუსიას მოიცავს, რასაც სამართლის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო სტუდენტების დიდ ნაწილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სახლებში დაბრუნება მოუწია. აქედან გამომდინარე, პროექტი სრულიად ონლაინ მიმდინარეობს, რაც რეგიონული მასშტაბით კინოჩვენებებს თავისუფალს ხდის და შესაძლებლობას აძლევს თბილისის გარეთ მცხოვრებ სტუდენტებს ნახონ დოკუმენტური ფილმები და მონაწილეობა მიიღონ სიღრმისეულ დისკუსიებში.

პროექტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს სტუნდენტებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

შაბათს, 19 დეკემბერს, 17:00 საათიდან შესაძლებელი იქება დოკუმენტური ფილმის „ვრიზენს მიღმა“ ონლაინ კინოჩვენება/ნახვა. 
ფილმი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულზე.
 

ფილმის დასრულების შემდეგ, 21:00 საათზე, სტუდენტები ამავე გვერდზე განთავსებული ლინკის მეშვეობით გადავლენ ონლაინ სივრცეში, სადაც ფილმის რეჟისორთან, დანიელ აბმასთან შეძლებენ საუბარსა და დისკუსიას. საჭიროების შემთხვევაში, დისკუსია წარიმართება ქართული თარგმანით. 

ფილმის შესახებ

ვრიზენს მიღმა | რეჟისორი: დანიელ აბმა (გერმანია)

სამართალდამრღვევები იმო, ჟანო და მარსელი კამერის ობიექტივში ციხიდან გამოსვლის პირველივე დღეს ხვდებიან. რეჟისორი მათი ცხოვრების სამ წელიწადს აკვირდება და საინტერესო პორტრეტებს ქმნის, თუ როგორია მათი ახალი მოვალეობები და როგორ უჭირთ წარსულის აჩრდილის მოშორება.

ტრეილერი.

Related events